შეგახსენებთ, რომ ს/კ პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ერთგან ნათქვამია, რომ რაიონის ბიუჯეტიდან ს/კ “ლანჩხუთის გურიას” მიმდინარე გათამაშების პერიოდში მხოლოდ ერთხელ (ისიც გამგებლის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე) გამოეყო 85 000 ლარი (?!). აღნიშნულს პასუხად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პრესსამსახური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობას ავრცელებს:
“პრესსამასხურის განცხადებაში საუბარია იმის, შესახებ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ 85 000 ლარია გამოყოფილი. გვინდა განვმარტოთ, 2013 წელს კლუბ “გურიას” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 632 482 ლარი გამოეყო (გამგეობის საფინანსო განყოფილებიდან ამონაწერს ქვევით გთავაზობთ). თებერვალი_2980 მარტი – 135813 აპრილი -127337 მაისი-111454 ივნისი -22416 ივლისი-17798 აგვისტო-111384 სექტემბერი-18300 ნოემბერი -85 000 სულ 632 482 ასევე კლუბის დირექტორს გადაეცა საგარანტიო წერილი 100 000 ლარზე; საგარანტიო წერილი 38 000 ლარის ოდენობის ფეხბურთელების ფორმებთან დაკავშირებით; ასევე, აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის მაისის თვეში, როცა “გურია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა, კლუბს უკვე ჰქონდა დავალიანება 66 280 ლარის ოდენობით, რომელიც გასტუმრებულია.”