დღეს ტიტე კალანდაძის და გიორგი გვაზავას შეგირდები მასპინძელთა ნაკრებს გაეჯიბრებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში 39:11 მოუგეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის სახელობის თასის გათამაშება ხვალ დასრულდება. შაბათს ქართველების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც საწყის თამაშში სომხეთს 45:13 სძლია.
ჩვენი გუნდი ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. ოფიციალური თამაშები 10-12 იანვარს ხორვატიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი მასპინძელთა გარდა მაკედონიელი და ჰოლანდიელი ხელბურთელები იქნებიან.