“იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ის რაც კიევში ხდება მშვიდობიანად დასრულდება და ორივე მხარე ეცდება პრობლემა ძალის გამოყენების გარეშე მოაგვაროს. რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებითYვადევნებთ თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება, რადგან არიან დაშავებულები და ამან და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ერთადერთი, რისკენაც ჩვენ შეგვიძლია მოვუწოდოთ, როგორც დემონსტრანტებს, ასევე მთავრობას, არის ის, რომ დიალოგის, ძალის არგამოყენების საშუალებით უზრუნველყონ კონსენსუსამდე მისვლა”, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, მათ შორის ვერც კიევში მიმდინარე პროცესები.