კონფერენცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის განხორციელების შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ საქართველოს თაობაზე მომზადებულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულებას მიეძღვნა.
კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.