ღონისძიების მიზანს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, აგრარული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სექტორით სტუდენტთა, დამსაქმებელთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესება წარმოადგენდა.
გამოფენა-გაყიდვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ამერიკის, საფრანგეთისა და ისრაელის დიპლომატიური მისიების, გაეროს განვითარების პროგრამის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და კოლეჯისსტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და სახალისო აუქციონში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ. დღესვე, კოლეჯის ტერიტორიაზესტუდენტების მიერ აშენებული საგამოფენოდარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.
მრავალპროფილიან კოლეჯში 600-მდე სტუდენტი მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგის, ვეტერინარის, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმროს საქმისმწარმოებლის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმიდაა.შ.), ტუროპერატორის (აგროტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილების ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლება. წარმატებული კურსდამთავრებულები სხვადასხვა კომპანიებში არიან დასაქმებულნი.