თავდაპირველად ითქვა, რომ ლანჩხუთში გამგებლად კობა მჟავანაძეს ამზადებენ, რომელიც წარმოშობით სოფელ სუფსიდანაა და “ქართული ოცნების” წევრია. ასევე ითქვა, რომ იქნებოდა ბორის ჭყონია, რომელიც სოფელ ლესის მკვიდრია, მას ლანჩხუთლები საკმაოდ კარგად ახასიათებენ, თუმცა ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად გამოიკვეთა კიდევ ერთი კანდიდატის, არჩილ იმნაიშვილის სახელი და გვარი გამგებლის პოსტზე.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩილ იმნაიშვილი ურეკის რწმუნებულის, ბიძინა იმნაიშვილს ძმაა. თუმცა ლანჩხუთელები არჩილ იმნაიშვილის პიროვნების შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ.
როგორც აღმოჩნდა, არჩილ იმნაიშვილი და გურიის ახალი გუბერნატორი სოფელ შუხუთიდან არიან წარმოშობით, თუმცა ამჯერად ცხოვრობს თბილისში, ამ ინფორმაციის მოპოვება ჩვენ საკრებულის ყოფილი თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძისგან მოვახერხეთ:
“არჩილ იმნაიშვილი წარმოშობით შუხუთელია, მოღვაწეობს კერძო ბიზნესში. ის ძალიან კარგი პიროვნება”, _ გვითხრა ჩიტიძემ.
იცნობს თუ არა არჩილ იმნაიშვილს ახალი გუბერნატორი და შესაძლოა თუ არა ის დაინიშნოს ლანჩხუთის მომავალ გამგებლად, ეს ინფორმაცია გიორგი ჩხაიძემ “გურია ნიუსთან” არც უარყო და არ დაადასტურა:
_ იცნობთ თუ არა არჩილ იმნაიშვილს?
_ ვიცნობ.
_ შესაძლოა თუ არა ის დაინიშნოს ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე?
_ მე არ ვადასტურებ და არც ვუარყოფ ამ ინფორმაციას, მოსახელობის განწყობას დავაზუსტებ და მერე ვიტყვი საბოლოო შეხედულებას, დანარჩენი საკრებულოს გადასაწყვეტია ვის აირჩევს გამგებლად, – გვითხრა გუბერნატორმა.