“კრიზისების მართვის ცენტრის უმთავრესი დანიშნულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის მეტი კოორდინაციის განხორციელება ისეთი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, როგორიც არის წყალდიდობა, დიდთოვლობა და სხვა არასასურველი მოვლენები. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და დამყარებული იქნება. ყველა ძირითადი სამინისტრო, რომელსაც კი შეხება აქვს ამ საკითხებთან, იქნება ჩართული ამ ცენტრის საქმიანობაში, მათ შორის ჩვენი სამინისტროც სტიქიების მართვასთან და ზიანის შემდგომ ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ კომპონენტში,” _ აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved