“ენერგომომარაგება ბათუმში და მთლიანად აჭარაში სტაბილურია და აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენ დაგვრჩა სამი რაიონი: ხელვაჩაური, ქედა და ხულო.
ენერგეტიკის სამინისტრომ და ენერგოკომპანიებმა შტაბის წევრებს წარვუდგინეთ, თუ რა დახმარება განვახორციელეთ შექმნილ სიტუაციაში, ვისაუბრეთ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და ასევე, რა დახმარება გვჭირდება ჩვენ მათგან.
ჩვენი ამოცანაა ათ დღეში, სამივე რაიონში, ყველა აბონენტმა მიიღოს ელექტროენერგია, რომ ზამთარს თბილად და განათებულები შეხვდნენ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ საგზაო დეპარტამენტი სოფლის გზების გაწმენდაში დაგვეხმაროს, რადგან ჩვენ დაბალი ძაბვის ქსელის ადგილზე რეაბილიტირების საშუალება მოგვეცეს. დიდი მადლობა შტაბს იმისთვის, რომ დროულად დაგვიდგა გვერდით და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვექნება,” _ განაცხადა ელოშვილმა.