ის დღის მეორე ნახევარში თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს. ბესელია აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი უფროსის, ლევან შონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ დაინიშნა.
განახორციელებს თუ არა ახალი პოლიციის უფროსი რეგიონში საკადრო ცვლილებებს, უცნობია, რადგან გრიგოლ ბესელია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რეგიონის ცხრავე რაიონის პოლიციის უფროსს დაწერილი აქვს განცხადება გათავისუფლების შესახებ და მოვალეობას დროებით ასრულებენ.
გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს უფროსი იყო.