მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნინო კობახიძემ სტუმრებს სააგენტოს შენობა და განახლებულ დარბაზი დაათვალიერებინა, ასევე გააცნო განხორციელებულ და მიმდინარე პროექტები.
მხარეებმა შეხვედრაზე TUV Rheinland Group-ის მიერ საქართველოს ბაზრით დაინტერესების საკითხი განიხილეს და საქართველოს მთავრობასთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
დღესვე TUV Rheinland Group-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ლაჰნერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
TUV Rheinland Group-ი გერმანული კომპანიაა, რომელიც 1872 წელს დაარსდა და დღეს ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში მსოფლიოს 65 ქვეყანაში ლიდერობს. კომპანიას მინიჭებული აქვს უმაღლესი ხარისხის ნიშანი ისეთ მომსახურებებში, როგორებიცაა: ავტომობილების რეგისტრირება, მართვის მოწმობების დამზადება და სხვა სერვისები.