“დღევანდელი სასამართლო პროცესი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია და ეს ძალიან კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა. სწორედ ამაზე მიუთითებს სააკაშვილს, რომ გააქტიუროს კუბლაშვილი. ვანო მერაბიშვილი ჩვეულებრივად ვაჭრობს. მან იცის დღევანდელი ხელისუფლების სუსტი წერტილი სასამართლო ხელისუფლებაა, იცის ისიც, რომ მოსამართლეთა 30 პროცენტი ისევ კუბლაშვილის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და იყენებს ამას“.
რაც შეეხება ზეწოლას, ხაჭაპურიძის განცხადებით არც მერაბიშვილზე და არც მისი ოჯახის წევრებზე მსგავსი არაფერი განხორციელებულა. ადვოკატის თქმით, ნაციონალები უნდა გააქტიურდნენ, ყველა ღონე იხმარონ მერაბიშვილის ციხიდან გამოსაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში მერაბიშვილი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დაიწყებს.
“იმ შეთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალები“ არ გააქტიურდებიან მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის მიმართულებით, ის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დაიწყებს. როგორც ჩანს, პირველი სააკაშვილის ანგარიშები იქნება, მეორე კი ზურაბ ჟვანიას საქმე. ეს იყო მიზანმიმართულდ გაკეთებული – გამიყვანეთ გარეთ, ან მოგიჯენთ გვერდში! გარდა ამისა, მერაბიშვილმა გააკეთა მინიშნება, რომ 9 წლის განმავლობაში რა თანხებიც მიითვისა სააკაშვილმა და “ნაცომოძაობამ“ ამ თანხებსაც დაგაბრუნებიებთ უკანო. მერაბიშვილმა კი ყველაზე კარგად იცის, სააკაშვილს სად აქვს ეს ანგარიშები. მერაბიშვილი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს“.
ადვოკატი აცხადებს, რომ თუ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მერაბიშვილს უნდა, მაშინ ის “პირს გააღებს, ყველაფერს იტყვის და რაც კბილაშვილმა ვერ გააკეთა, იმას გააკეთებს მერაბიშვილი”. ხაჭაპურიძის თქმით ნაციონალების ნგრევას ოფშორზე არსებული მილიონების ამბავიც ეყოფა. კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ადვიკატი ამახვილებს ყურადღებას, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გიგა პოკერიას პირველი დასწრებაა.
“მერაბიშვილი განცხადებამდე აკვირდებოდა დარბაზში მყოფებს და იქვე აღმოჩნდა გიგა ბოკერია, ქუთაისის სასამართლოში გადავრეკე და ვიკითხე, დადიოდა თუ არა მანამდე ვანო მერაბიშვილის პროცესებზე ბოკერია. მიპასუხეს, რომ არა, ეს არის პირველი შემთხვევა. როგორც ჩანს, მერაბიშვილმა გააფრთხილა ვიღაცები, ძალიან სერიოზული განცხადებების გაკეთებას ვაპირებო და ბოკერიაც მივიდა. ბოკერიას მიყვანა იმისთვის დასჭირდა, რომ დაერწმუნებინა, ვარ გამკეთებელი, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ვიტყვი ყველაფერს, თუ არ მიშველითო”.