“ჩვენ ვგგმავთ დებულებაში ცვლილებების შეტანას, ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ კულტურის სახელმწიფო ცენტრში შეიქმნება დაახლოებით 12 ადამიანისგან სამეთვალყურეო საბჭო, რომლებიც მინისტრს წარუდგენენ შესაძლო დირექტორის კანდიდატურას. საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრი მიიღებს, ისევე როგორც იღებს ახლა ყველა დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე”.
მარგიშვილი გიორგი უშიკიშვილის გათავისუფლების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ უშიკიშვილის გათავისუფლება მოხდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ფინანსური დარღვევების შედეგად.
“უშიკიშვილის გათავისუფლების საკითხი არ დადგებოდა, რომ არა აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ფინანსური დარღვევები. ბატონმა გიორგიმ თავად გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლდა. იქ არის მითითებული სამართლებრივი საფუძვლები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობდა, რომელიც გასულ წლებს მოიცავდა. ამის შემდეგ იქნა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული”.
მინისტრის მოადგილის თქმით, გიორგი უშიკიშვილის შემცვლელის კანდიდატურები ჯერ ცნობილი არ არის. მარგიშვილი ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭომ უნდა წარადგინოს კანდიდატურები და მინისტრმა დანიშნოს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ეს უკანასკნელი იღებს.
რაც შეეხება უშიკიშვილის შემცვლელ კანდიდატურებს, ამ თანამდებობაზე მოარული ხმებით სხვადასხვა პიროვნებები მოიაზრება. თავად უშიკიშვილმა განაცხადა დღეს, რომ ერთი პერიოდი გია ბაღაშვილზეც იყო საუბარი, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ყოფილა. დღეს, ბრიფინგის დროს უშიკიშვიმა აღნიშნა ისიც, რომ გიორგი დონაძე თავად ავრცელებს ინფორმაციას ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ. კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელზეც ლაპარაკობენ გარკვეულ წრეებში, არის დავით ცინცაძე, რომელთან ინტერვიუც “გურია ნიუსმა” უკვე შემოგთავაზათ.