როგორც “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდების დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.
“მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა”-ს 4 წევრი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის ანუ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდები სასტუმროს შესასვლელის ბლოკირებას ახდენდნენ, რის გამოც მეპატრონემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ახალგაზრდები პატრულს არ დაემორჩილენ. სად იმყოფებიან ახლა ისინი ჩემთვის ცნობილი არ არის”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ფარნაოზ ჭკადუა, დავით გოგოხკა, სალომე მახარაშვილი და ბესიკ კალაძე. ახალგაზრდები საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრე ჯგუფების შეკრებას სასტუმრო “ვერე პალასი”-ს წინ აპროტესტებდნენ.