ფრაქცია “ჩემს ქუთაისს” შემადგენლობას მერაბ მეშველიანი, სერგო ლექვინაძე და გიორგი შავგულიძე წარმოადგენენ. ხოლო მეორე ფრაქციის შემადგენლობაში, ირინე ივანეიშვილი, დავით დვალი და ლევან კირკიტაძე ირიცხებიან. ფრაქციის ხელმძღვანელი დავით დვალი იქნება.
მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ახალი ფრაქციის შექმნით საკრებულოში, გაცილებით მეტი საქმე გაკეთდება და საზოგადოებაც მეტად ჩართული იქნება პროცესებში.
შეგახსენებთ რომ, მერაბ მეშველიანი ქუთაისის, საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა და ავტოქარხნის მაჟორიტარია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა. თუმცა, ფრაქცია რამდენიმე თვეში 4 თანაგუნდელთან ერთად ხმაურიანად დატოვა. ამის მიზეზად თავად “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ალიანსის წვერებზე ზეწოლას ასახელებდა ახლა უკვე იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის მხრიდან. თუმცა, მეშველიანი აღნიშნულს უარყოფს.
“გურია ნიუსის” შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ახალი ფრაქციების შექმნა “პატრიოტთა ალიანსის” დაშლის კიდევ ერთ მცდელობას, მან აღნიშნა რომ, პარტიის დაშლის შესახებ არაფერი იცის. თუმცა, მისთვის ცნობილია რომ “პატრიოტთა ალიანსს” კიდევ რამდენი დეპუტატი დატოვებს.
“მე ვერ გეტყვით “პატრიოტთა ალიანსი” დაიშლება თუ არა, მაგრამ ვიცი რამდენიმე დეპუტატის პოზიცია, რომლებიც “პატრიოთტა ალიანსის” დატოვებას გეგმავენ და შესაძლოა ისინი ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ”, _ განაცხადა მერაბ მეშველიანმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.