_ იმის გამო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბიუჯეტო თანხების რაციონალურად ხარჯვას, მოვუწოდებ სახელმწიფო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საახალწლო კორპორაციული ღონისძიებებისთვის არ გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.
საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს საჯარო მოხელეთა ვალდებულებებს კანონისა და სახელმწიფოს წინაშე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე,- აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.