როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბრალდებულის იზოლაცია, რათა მას არ მიეცეს შესაბამისი კონტროლის გარეშე პირებთან კონტაქტის საშუალება და ბრალდებულმა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ხელი არ შეუშალოს საგამოძიებო პროცესს, არ მოახდინოს ზეწოლა არსებულ თუ პოტენციურ მოწმეებზე. პროექტის თანახმად, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის კონტაქტი გარე სამყაროსთან, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved