მუდმივმოქმედი კომისიის ამავე სხდომაზე შეჯამდა განვლილი წლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სულ 2013 წელს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 724 პირობით მსჯავრდებულს გაუუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა, ხოლო 448 მოქალაქეს აღუდგა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
2012 წლის ოქტომბრის საპარლემენტო არჩევნებიდან დღემდე, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 4349 პრობაციონერს ვადაზე ადრე გაუუქმდა პირობითი მსჯავრი, ხოლო 908 მოქალაქეს აღუდგა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
როგორც პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის დღიდან – 2011 წლის დეკემბრიდან, 2012 წლის ოქტომბრამდე, მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 1700 პრობაციონერს ქონდა ვადაზე ადრე გაუქმებული პირობითი მსჯავრი და მხოლოდ 5 პიროვნებას ქონდა ვადაზე ადრე აღდგენილი ჩამორთმეული უფლებები.