აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან მოითხოვდნენ შეხვედრას. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლების მხრიდან ისევ მოხდება იპოთეკარების პრობლემების და მოთხოვნების უგულვებელყოფა, მაშინ აქციებს გაცილებით მასშტაბური და პერმანენტული ხასიათი მიეცემა.
“აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და უფრო აგრესიული გახდება, რადგან ამ ადამიანებს იმის პერსპექტივა აქვთ, რომ ქუჩაში დარჩნენ და შობა-ახალი წელი ქუჩაში გაითენონ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ცივსისხლიანობა არ შეიძლება. ამ ადამიანებთან შესახვედრად არავინ გამოდის. დეპუტატები ამბობენ, ჩვენ რა ვქნათ, მთავრობაა წინააღმდეგიო. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ პარლამენტი განსაზღვრავს შიდა პოლიტიკას და მთავრობა ასრულებს. კვერცხები იმიტომ დაუშინეს ამ შენობას, რომ ლაყე დაწესებულება ხარ და ლაყე კვერცხები გეკუთვნისო,” _ განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები გამოსახლებების შეჩერებასა და გრძელვადიანი, იპოთეკური სესხების გაცემას მოითხოვენ.