“ჩვენთვის გარკვეულწილად არ იყოს სახარბიელო ერთი თანათავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოირჩეოდა მერყეობით და გარკვეული თამაშიც კი მიდიოდა რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი დაყოლიების კუთხით. მაგრამ, კარგია, რომ ეს პროცესი დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მომავალი წლიდან ახალი თანათავმჯდომარე იქნება”, _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებების მომვალი რაუნდიდან ეყოლება ახალი წარმომადგენელი ევროკავშირს.
“ფილიპ ლეფორის მოღვაწეობა, რომელიც იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, დასრულდა. დეკემბერში გამართა მან ბოლო რაუნდი. შემდეგ რაუნდზე, რომელიც 25-26 მარტს იქნება, ევროკავშირს ახალი წარმომადგენელი ეყოლება და მნიშვნელოვანია, რომ ახალი თანათავმჯდომარის მხრიდანაც ისეთი სერიოზული მხარდაჭერა იყოს, როგორიც გვაქვს სხვა თანათავმჯდომარეების და აშშ-ის მხრიდან”, _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.