მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გრძელვადიან პერსპექტივაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს განხორციელებულ და დაგეგმილ იმ პროექტებში, რომლებიც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს ფინანსურ რესურსთან ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ შეხვედრაზე მიკროსაფინანსო სექტორის პრეზენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მათთვის სოფლის მეურნეობის სექტორი პრიორიტეტულია.
როგორც შალვა ფიფიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სამინისტრო მიესალმება ყველა იმ წამოწყებას, რომელიც დარგის განვითარებას უწყობს ხელს და ასოციაციის წევრებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა შესთავაზა.
შეხვედრას პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მოისწრაფიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.