“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს დეპუტატი თემურ ჩხაიძე, რომლისგანაც ველოდებით პირველ სიტყვას, სწორედაც რომ მის გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, რადგანაც მას ხმა ლანჩხუთელების 80%-მა მისცა. რაც შეეხება ბორის ჭყონიას პიროვნებას, ეს ადამიანი ცდილობს შემოვლითი გზით მოვიდეს გამგებლად, ჩვენ აქ ნაბრძოლი გვაქვს, თუ მას რამე ინტერესი აქვს, პირველ რიგში დეპუტატი უნდა ჩააყენოს საქმის კურში, ასევე საზოგადოება, დადის და აგროვებენ ხმებს მის სასარგებოდ, გოგი გეგიაძემაც დააფიქსირა, რომ საქმის კურსში არა ვართ. ამიტომ, მე ამ პარტიის წევრი ვარ და რასაც გადაწყვეტს პარტიის ბიურო, მე იმას ვემორჩილები. ასეთი საუბარიც იყო, თითქოს “თბილისის ოცნებამ” გადაწყვიტა, არ მინდა ახლა სახელები და გვარები დავასახელო, იყო მათი მხრიდან გამოხმაურება, გუშინაც იყვნენ ჩემთან მოსულები და თქვეს, რომ მისი კანდიდატურას მხარს “თბილისის ოცნება” უჭერს, რას ნიშნავს, ეს ჩემთვის გაუგებარია, აქ ლანჩხუთში პარტიაცაა, ოცნებაცაა, საზოგადოებაცაა, ვინც ერთად ვიდექით, შევიკრიბებით და სწორედ ჩვენთვის მისაღები ვინც იქნება, იმას გადავწყვეტთ. თუ ზაზა ურუშაძეს რამე დანაშაული აქვს, ჩვენ გადავწყვიტავთ, მაგრამ მის მიმართ სამდურავი არ გვეთქმის, მუშაობს პატიოსნად. მე ვამბობ იმას, რაც სიმართლეა, მე ამ დონეზე სასაუბროდაც არ ვთვლი ბორის ჭყონიას. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება. ასეთი მიდგომა, რომ მას გამგებლობა უნდა, არ არის სწორი, მასე მეც მინდა ბევრი რამ, მაგრამ არაა. ამიტომ, როცა რაღაც გინდა, უნდა ჰკითხო საზოგადეოებას, ლანჩხუთის რაიონის იგნორირებით კარგს ვერაფერს მიაღწევს,” _ ამბობს “ქართული ოცნების” აქტივისტი ნუგზარ ცინცაძე.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ბორის ჭყონიას გამგებლის კანდიდატად დასახელების შესახებ სხვისგან გაიგო და მას არ ჰქონია არანაირი კავშირი თავად ჭყონიასთან.
“არ ვარ საქმის კურსში ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია სხვისგან გავიგე. ამ საკითხზე მასთან არანაირი საუბარი არ მქონია. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, ეს მისი უფლებაა, როგორც უნდა, ისე მოიქცევა, მაგრამ ჩემი მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს მის კანდიდატურას. საერთოდ, გამგებელი სწორედ ის იქნება, ვისაც ხალხი ისურვებს,” _ უთხრა თემურ ჩხაიძემ “გურია ნიუსს”.
“გურია ნიუსი” ბორის ჭყონიასაც დაუკავშირდა კითხვით, თუ ვინ უჭერს მის კანდიდატურას მხარს. რაზედაც მოკლედ გვიპასუხა, რომ მის კანდიდატურას მხოლოდ ლანჩხუთის მოსახლეობა უჭერს მხარს:
_ “ოცნების” მხრიდან არის ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი.
_ ადგილობრივი პარტიის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ თქვენ კანდიდატს ისინი მხარს არ უჭერენ.
_ გასაგებია და მესმის, მე არ მითქვამს ადგილობრივი “ოცნება” მიჭერს მხარს.
_ კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, ვისგან არის თქვენი კანდიდატურა მხარდაჭერილი?
_ მხოლოდ მოსახლეობისგან.