“მაქვს საფუძვლიანი იმედი, ვთქვა, რომ 2014 წელს ბრიტანეთში წარმატებულ სამიტს უნდა ველოდოთ,” _ განაცხადა მან.
ირაკლი ალასანიას თქმით, მომავალ ნატოს სამიტზე, სექტემბერში საქართველოს თვისობრივად ახალ ინსტრუმენტს შესთავაზებენ.
“რა იქნება ეს ინსტრუმენტი, ჯერ, მართლაც, ნაადრევია სახელი დავარქვათ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქალბატონ ნულანდთან, ასევე, კონსულტაციები გავიარეთ ნატოს წევრ ქვეყნებთან, პოლიტიკური საბჭოს წევრებთან. ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.
შეთანხმება არის ზოგადი, რომ საქართველოს უნდა მივცეთ ახალი ინსტრუმენტი. ჩვენ ამ ხედვას ხელს ვუწყობთ ჩვენი შიდატრანსფორმაციით, მართლაც, გამორჩეული არჩევნებით, ხელისუფლების გადაბარებით, რაც შედგა ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი მომავალში დამოკიდებული იქნება იუსტიციის რეფორმის განვითარებაზეც,” _ განაცხადა ალასანიამ.