პარიზში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სადღესასწაულო ფერებით განათებულ ლაფაიეტის გალერეას უნდა ესტუმროთ, სადაც გუმბათზე დამაგრებლი 20 მეტრის სიმაღლის ნაძვისხე თითოეულ საათში სხვადასხვა სანახაობას წარმოადგენს. საათის თითოეულ დარეკვაზე ზღაპრული მუსიკალური სპექტაკლი იწყება.
წელს ლაფაიეტის გალერეა აგრეთვე აღნიშნავს ფილმის “ლამაზი და სულელის” გამოსვლას და გალერეაში რამდენიმე დეკორაცია სურათების სახით ამ ფილმიდანაა წარმოდგენილი.
ახალი წელი წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის ფეიერვერკების გარეშე. სადღესასწაულოდ კოშკზე განლაგებული რესტორნები და კლუბები დაუვიწყარ გართობას ჰპირდება მსურველებს.