სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულებაში შიმშილობს 4 პატიმარი, სასჯელაღსრულების #5-ე დაწესებულებაში – 1 პატიმარი, სასჯელაღსრულების #6-ე დაწესებულებაში – 6 პატიმარი, სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულებაში – 19 პატიმარი, სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში – 14 პატიმარი, სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში – 77 პატიმარი, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში – 4 პატიმარი.
“სასჯელაღსრულების #15-ე (ქსნის) დაწესებულებაში განთავსებული მოშიმშილე მსჯავრდებულების ძირითადი მოთხოვნაა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა.
დანარჩენ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები საქმეების ინდივიდუალური გადახედვის, ასევე 223-ე პრიმა მუხლის გაუქმების მოთხოვნით შიმშილობენ. რაც შეეხება მოშიმშილე ბრალდებულებს, რამდენიმე მათგანი წაყენებულ ბრალს აპროტესტებს, ხოლო დანარჩენები საპროცესო გარიგების გაფორმებას მოითხოვენ”, _ აცხადებენ სამინისტროში.