“ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება 50 მილიონი ლარის მითვისება, ეს ფული ეკუთვნოდათ თბილისელებს. ამ ადამიანებმა ამის ნაცვლად ეს თანხა გამოიყენს საკუთარი პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.
ამის შემდეგ, ადამიანს თუ აქვს გონივრული და რაციონალური აზროვნება შემორჩენილი, როგორ უნდა გაუჩნდეს ამბიცია, კვლავაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მერის პოსტზე. ეს მისი უფლებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ამბობენ, ჩვენ იმიტომ ჩამოვიცილეთ, შეგვეშინდა, გიგი უგულავა ხელმეორედ არ აირჩიონ, ეს სასაცილოა”, _ განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში”.