გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსის მქონე პირთა სიების დაზუსტების მიზნით, ახალგორის მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილ იქნა 2008 წლამდე ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ადამიანთა შესახებ ინფორმაცია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა რობერტ გვრიტიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, დაინტერესებულ პირებს დევნილის სტატუსის უკანონოდ შენარჩუნების მიზნით, დაუმზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, აღნიშნული პირები უკანონოდ შეინარჩუნებდნენ დევნილის სტატუსს და მიიღებდნენ დევნილთათვის განკუთვნილ შემწეობას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 500 ამერიკული დოლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლიდან 9 წლამდე ვადით.