უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თანამდებობრივი უფლება მოვალეობების შესრულებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი საამშენებლო კომპანიის მიერ სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის საჭირო ნებართვის მიღების უზრუნველყოფის და ნებართვის გაცემამდე, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებისგან თავშეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 500 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.