“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა სახლებში ბევრი გასაშვილებელი ბავშვი ბინადრობს, თუმცა ამბობენ, რომ საპატრიარქო ამ ბავშვების გაშვილებას ეწინააღმდეგება. როგორ აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო საპატრიარქოსთან ამ ბავშვების გაშვილების საკითხის მოგვარებას?_ დავით სერგეენკომ განაცხადა:
“წელს, პირველივე სამუშაო დღეებში, იმ რამდენიმე ათეული საკითხიდან ერთ-ერთი ეს საკითხი იყო. საპატრიარქოს მართვაში არსებულ ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით შემიძლია გაგაცნოთ წლევანდელი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შეხვედრა მქონდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გაწერილია მონიტორინგის გეგმა, რომელიც თებერვალში დაიწყება. კომუნიკაცია გვექნება საპატრიარქოსთან, მისი შესაბამისი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან. შეთანხმებული გეგმის მიხედვით განვახორციელებთ მონიტორინგს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომლის განხორციელებაზე ჯანდაცვის სამინისტრო პასუხს აგებს. წინასწარ შეთანხმებული გემის მიხედვით, ეს პროცესი თებერვლიდან დაიწყება.” _ განაცხადა სერგეენკომ.