“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოეს დროში გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, რომლებიც მასმედიის საშუალებით ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, 2012 წლის ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში მიღებულია 179 თანამშრომელი, ბოლო პერიოდში კი თანამდებობიდან 12 პროკურორ-გამომძიებელი გათავისუფლდა. ამავდროულად გასაჯაროვდება დეტალური ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ,” _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.