სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 201 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. “ექსტაზი” ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 21,182 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1,367 გრ ამფეტამინს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).