სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიღეს.
აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველ კვირას აბარებდნენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.
აქციას – “გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” წელსაც პერმანენტული ხასიათი ექნება და მასში შს სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას მთელი წლის განმავლობაში. მომავალ კვირას აქცია იმერეთის რეგიონში იგეგმება.