ტუკვაძეების 7 და 5 სულიან ოჯახებს ამ დრომდე სახლში ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდათ, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. დღეიდან კი ორივე ოჯახი ბუნებრვი აირით ისარგებლებს. პრობლემა ტუკვაძეების ოჯახს ადგილობრივმა გამგეობამ კომპანია “სოკარის“ დახმარებით გადაუჭრა.
დღესვე მრავალაშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათით იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ესტუმრა და მათ ახალი წელი მიულოცა.