_ თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. თითოეული მათგანი აღჭურვილია დეტექტორებითა და ვიდეოკამერებით, მიერთებულია მართვის ერთიან ცენტრთან, საიდანაც ხდება მათი ოპერატიული მართვა. ახალი შუქნიშნები ავტომატიზირებულია და დეტექტორების მიერ, დათვლილი და მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე შუქნიშნის ისეთ რეგულირებას, რომლის დროსაც მწვანე ფერი, იმ მხარეს საიდანაც მეტი რაოდენობის მანქანა მოძრაობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მეტი ხნით ენთოს. ყოველივე ეს უზრუნველყოფს გზაჯვარედინზე მანქანების უფრო დიდი ნაკადების გატარებას, ვიდრე ეს ძველი შუქნიშნების პირობებში იყო შესაძლებელი, _ აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved