დავით ნარმანიას თქმით, იმ პირობებს, რაც მსგავსი ტიპის თავშესაფრებშია საჭირო, ახლახანს განთავსებული მიუსაფართა დროებითი თავშესაფრები აკმაყოფილებენ.
“რეგიონში იყო პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გრძელვადიანი თავშესაფრების მოსაწყობად ვმუშაობთ. ამისთვის 3 ალტერნატიული ადგილი განიხილება,” _ განაცხადა ნარმანიამ.