შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მიმართ აღებული ვალდებულების შესრულება, პოლიციის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.