დადგინდა საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებებისთვის: ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა; ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა; გ) მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა.
ოზონდადამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მსურველებმა 5 თებერვლამდე წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. წერილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ნებართვის მიმღები სუბიექტი (სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი); ტვირთის რაოდენობა (წონა); დასახელება; შემადგენლობა; ფიზიკური აღწერა; ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი; ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი.