მისივე განმარტებით, დღეისთვის 1174-მაქართველ მუსლიმს რეპატრიაციის სტატუსი აქვს მიღებული.
“1174 პირიდან 7-მა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. დანარჩენ 300-მდე ოჯახს საქართელოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ შეიძინონ უძრავი ქონება და ჩამოვიდნენ და იცხოვრონ.
საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.”
მინისტრ დარახველიძის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წინაშე სხვა ფინანსური ვალდებულება არ აუღია. საქართველოში თურქეთის სახელმწიფოდან 1000-მდე ქართველი მუსლიმი დაბრუნდა.