“პრემიერ–მინისტრის განცხადება გაკეთდა იმ კონტექსტში, რომ მერაბიშვილი არავის გაუტაცია, მისი უსაფრთხოება დაცულია, კარგ პირობებში ზის, ანუ ნამდვილად შეუდარებელია ის პირობები, რაშიც ვანო მერაბიშვილი იმყოფება იმ პირობებთან, როგორშიც თავად ამყოფებდა ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ პირობების გათვალისწინებით, ნამდვილად კარგად ზის მერაბიშვილი, არ აქვს საფრთხეები, არავინ გაიტაცებს, არც გაუტაციათ და კარგად იჯდება, ანუ კარგ პირობებში იქნება. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში უდანაშაულობის პრეზუმფციის ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავ”.
ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი კიდევ ერთხელ შეეხო მერაბიშვილის განცხადებას მისი გატაცების თაობაზე და განაცხადა, რომ ეს კარგად გათვლილი, მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ის ეთანხმება პრემიერის შეფასებას, რომ ეს პროვოკაცია მთლიანად პროკურატურის სისტემისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყო მიმართული.
“თუ მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ და ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, რატომ დუმდა მერაბიშვილი? ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, კარგად ჰქონდა გათვლილი, რომ ჩამწერ სისტემას სამი დღის მერე ვეღარ დაეფიქსირებინა ეს ყველაფერი მეხსიერებაში,” _ განაცხადა კობახიძემ.