“ლარის კურსის ცვლილება რეალურად გამოიწვია იმან, რომ ქვეყანაში გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ამას თავისი მდგენელი აქვს. პირველი ის, რომ ქვეყანაში 2014 წელს არასწორად დაიგეგმა და არაეფექტურად განხორციელდა საბიუჯეტო პროცესი ანუ ხარჯვითი პოლიტიკა იყო არასწორი. მეორე, რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ქვეყანაში არ ყოფილა და პირიქით, არსებული ინვესტიციები გაედინა საქართველოდან. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის შემოტანილი თანხები, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ფაქტზე. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანა ტრანზაქციის პირობებში იმყოფება, ეკონომიკური აქტივობა იყო მნიშვნელოვნად შემცირებული და ეს გამოიხატა საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლებზე, ანუ გადასახადების ამოღების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში ძალიან ლიბერალურ პოლიტიკას ახორციელებდა და ინტერვენციების ხარისხი სავალუტო ბაზარზე იყო ძალიან დაბალი. ყოველივე ამან და არა რომელიმე ერთმა კონკრეტულმა გარემოებამ, ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.”
ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარება შესაძლებელია პირველი კვარტლის განმავლობაში, თუმცა საეჭვოა, რომ ის ძველ ნიშნულს ( 1,65) დაუბრუნდეს.
“ყოველ შემთხვევაში დღეს ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ ლარის კურსი დაახლოებით 1, 7 ფარგლებში დააბრუნოს, ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების არამედ პოლიტიკური ნების საკითხიც”, _ ამბობს კალანდაძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved