“გუშინ ჩვენ დავასრულეთ ხელმოწერები კიდევ ერთ კანდიდატზე, რომელიც სამეურვეო საბჭოს უნდა წარედგინოს. ეს არის ქალბატონი დარეჯან ჯავახიშვილი.
თუ უმრავლესობის წევრები, რომლებმაც წინასწარ დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი, გაიმეორებენ იგივეს , დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კიდევ 4 წევრი იქნება არჩეული. ესენი იქნებიან: ლელა გაფრინდაშვილი, გენადი გელაძე, ნინია კაკაბაძე და დარეჯან ჯავახიშვილი.
მე იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ამ ეტაპზე გაცილებით კონსტრუქციული იქნება და როგორც მინიმუმ, არ განახორციელებს ზეწოლას: კანდიდატებზე, პარლამენტის წევრებზე და მათ ხელს არ შეუშლის, იმ არჩევნის გაკეთებაში, რაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს წევრები იმ კომისიის მიერ არიან არჩეული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დააკომპლექტა”, _ განაცხადა უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.