ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.
ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ ბიძინა ივანიშვილი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.
“მოქალაქე ” საჯარო რეესტრში დღეს დარეგისტრირდა. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი. 39.ა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, აღმასრულებელი დირექტორი კი გიორგი საბანაძე.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით „მოქალაქის” მიზნები და ამოცანებია:
ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას.
იზრუნოს საქართველოში დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებისათვის
ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა-განმტკიცებას
შეიმუშაოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კონცეფცია, რისთვისაც გამოიყენებს ხალხთა და კულტურათა დაახლოების ტრადიციულ და კანონიერ მეთოდებს.
გამოკვეთოს საქართველოს როლი და შესაძლებლობები მიმდინარე გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და განსაზღვროს მათი გავლენა საქართველოსა და რეგიონზე და აშ.
ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებულ მოგებას ორგანიზაციის მიზნების რეალიზაციას მოახმარებს..
არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved