მინისტრის ინფორმაციით, 2013 წელს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 49 ნაგავსაყრელი აიღო მართვაში, წელს კი მას 8 ახალი ნაგავსაყრელი დაემატება.
“9 ქალაქში გაიხსნა კომპანიის ოფისები. კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა რვა პრიორიტეტული ნაგავსაყრელი თელავში, გორში, მცხეთაში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. მთლიანობაში, შესაბამისი მძიმე ტექნიკის გამოყენებით, წლის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში 49 პოლიგონის მოწესრიგება ხორციელდებოდა. შემუშავდა იმერეთის რეგიონის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტი. დაიწყება იმერეთის ნაგავსაყრელის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება ახალი, თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც ქუთაისის შესასვლელში, გოდოგანში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. ამაზე უკვე გვაქვს თანხმობა თავდაცვის სამინისტროსგან. 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით კეთილმოეწყობა და გამართულ საექპლუატაციო რეჟიმში შევა 8 ნაგავსაყრელი საგარეჯოში, მარნეულში, კასპში, ხაშურში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ფოთსა და დუშეთში,” _ განაცხადა ნარმანიამ შეხვედრისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved