სოფელ ღოღეთში, “გურია ნიუსის” კითხვაზე, რა შეფასებას მისცემდა იმ ფაქტს, რომ რუსეთმა, საქართველოს საზღვრის11 კილომეტრი თვითნებურად გადმოწია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ ეს დროებითია და ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას: “ეს საკმაოდ ხანგრძლივი საკითხია განსახილველად. როგორც ჩანს, ეს დროებითი მოვლენა დაკავშირებულია სოჭის ოლიმპიადასთან. ნებისმიერ შემთხვევაში ამას ზეგავლენა აქვს ქართულ ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს პრობლემას. მაგრამ, ამას ჩვენ სხვა დროს განვიხილავთ.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის მხარს უჭერდით და მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ ბედნიერი მოვლენათა ასეთი განვითარების გამო.”