“არა ერთხელ მითქვამს და ახლაც ვაცხადებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური შტურმისთვის ემზადება, რომელიც დაახლოებით აპრილ-მაისშიგანხორციელდება საქართველოს მთავრობაზე. “ნაციონალურ მოძრაობას” მოკავშირეები “ქართულ ოცნებაში” ეგულებათ და ეს პირველ რიგში “რესპუბლიკურ” ნაწილში. ამ პოლიტიკური შტურმის მიზანია და ალბათ ასეც იქნება, რომ პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირება. “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არ იზრდება, მაგრამ კატასტროფულად ეცემა “ოცნების” რეიტინგი და ნდობა მოსახლეობაში”.
პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე შემთხვევითი არაა ბიძინა ივანიშვილის სწორედ ახლა გამოჩენა სამოქალაქო სექტორში და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის “მოქალაქის” დაარსება. სარიშვილის განცხადებით, მაშინ როცა “ოცნების” რეიტინგი ეცემა, სამოქალაქო აზრს დიდი მნიშვნელობა ექნება, მითუმეტეს თუ ეს აზრი „ფულით არის განმტკიცებული“.
“ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოჩნდა იმ დროს, როცა საზოგადოებრივ აზრს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, კარგად ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არანაირი ძალა-უფლება არ აქვს რაიმე რეალური ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, ისიც ვიცით და ეს არაერთხელ გამოჩნდა საქართველოში, რომ ასეთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია დიდ ფულს”.
ირინა სარიშვილის განცხადებას, რომ “ნაციონალების” პოლიტიკურ შტურმს პირველი ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირება, გამოეხმაურა უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის განცხადებით სარიშვილს აქვს საკმაოდ კარგი პოლიტიკური ხედვა და მის მიერ წინსწრებით გაკეთებული პროგნოზები ხშირად ასრულებულა და სწორედ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური დებიუტი არ შეეწიროს მავანთა ინტერესებს და ინტრიგებს, საჭიროა სამოქალაქო სექტორის გააქტიურება და მისთვის ყველა იმ საკითხზე პირდაპირ დალაპარაკება, რასაც მისი გარემოცვა ვერ უბედავს, ან ის ჯგუფები უმალავენ, რომელთაც არ სურთ პრემიერის დიდ ხანს ხელისუფლებაში დარჩენა.