“გური ნიუსმა” უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასება პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავას სთხოვა.
“რაც უკრაინაში ხდება, თავისთავად ცხადია, ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სხვა პერიოდი გავიარეთ. ჩვენ მართლა ვიბრძოდით. იქ ხედავთ მთელი მსოფლიო ოპოზიციის მხარეს არის ჩართული. ჩვენთან კი პირიქით იყო, მთელი მსოფლიო მთავრობის მხარეს იყო ჩართული. ვფიქრობ, უკრაინისთვის ეს არ არის კარგი. მაგრამ, ამას ჩვენ ვერაფრით ვერ შევცვლით. უკრაინაში ისეთი ეიფორიაა, როგორიც ჩვენთან 90-იანი წლების ბოლოს იყო. როგორც ჩანს, რაც მოსახდენია ის მაინც მოხდება,” _ უთხრა კუკავამ “გურია ნიუსს”.



































































