ლუკაშის თქმით, თუ ოპოზიციის აქტივისტები არ დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ იუსტიციის სამინისტროს შენობას, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მიმართავს, ქვეყანაში შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა. გარდა ამისა, მინისტრი აპირებს მოუწოდოს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, შეწყვიტოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.
იუსტიციის სამინისტროს შენობის გათავისუფლებისთვის მინისტრმა ოპოზიციას ნახევარი საათი მისცა, თუმცა, აქტივისტები არ აპირებენ შენობის დატოვებას და აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არალეგიტიმურია. თუმცა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ დანილიუკი აცხადებს, რომ ისინი სამინისტროს თანამშრომლებს მუშაობაში ხელს არ შეუშლიან.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო იუსტიციის სამინისტროს შენობაში შეხვდა ორგანიზაცია “სპილნა სპრავას” (“საერთო საქმე”) აქტივისტებს, რომლებმაც დაიკავეს აღნიშნული შენობა 26 იანვარს და სთხოვა, დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა, უარი მიიღო.