“რესპუბლიკურ პარტიის” წესდებით წელიწადში ერთხელ გვიწევს ამ ტიპის შეხვედრა. დღესვე შედგება არჩევნები და არჩეული იქნება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე,” _ აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე – თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდება თუ არა კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლა, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
“არანაირი მოლოდინი, არანაირი საშიშროება, არანაირი მოტივი, არცერთ პარტიას, არ აქვს იმისთვის, რომ კოალიცია დატოვოს. ეს არის ძალიან შეკრული გუნდი. პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ ერთად ვმართავთ ამ ქვეყანას კოალიციურ რეჟიმში, ეს ძალაში რჩება და ასე იქნება ბოლომდე, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების დროს, სადაც ჩვენი მობილიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.”