ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესასთან უკვე გააკეთა კომენტარი გუშინ, “იუთუბზე” გავრცელებული ვიდეოს შესახებ.
“ეს არის ხელისუფლების გამუდმებული მცდელობა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ამყოფონ და მას კიდევ ერთი საქმე შეუკერონ”, _ ამბობს ჭიაბერაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე კვირის წინ აანონსებდა, რომ მალე საზოგადოება გაიგებდა ისეთ ამბავს, რომელიც შოკში ჩააგდებდა ყველას.
“ჩვენ ამით შოკში არ ჩავვარდნილვართ”, _ თქვა ჭიაბერაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესში იგეგმება ვანო მერაბიშვილის დაკითხვა. ჩვენთვის ასევე ხდება ცნობილი, რომ ასევე დაიკითხებიან ყოფილი გუბერნატორები. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ვინ დაიკითხება კონკრეტულად.