“შევედავები იმის მთქმელს, რომ ეს სამხედრო ამბოხი იყო და ღონისძიებები ამის გასანეიტრალებლადიყო დაგეგმილი. ჯერ მარტო განკარგულებისდაყვანა იმ პირად შემადგენლობაზე, რომელიც იქ იყო თავმოყრილი და მერე შემსრულებელი ელიტა. მიუხედავადთავისი თანამდებობრივი შესაბამისობისათუ შეუსაბამობისა ერთად იყო შეკრებილი სრული სამხედრო ეკიპირებით.ვნახეთ კარდები, სადაც კარგად ჩანს, რომ თბილისის საპატრულოპოლიციის უფროსი იქ მთელი საბრძოლო ეკიპირებითიყო გამოცხადებული, დავინახეთ თბილისის მერიც. გივი თარგამაძემ დღეს უკვე განაცხადა, რომ ისიც იქ იმყოფებოდა. კანონით, არსებობს კონკრეტული შემადგენლობა და სამსახურები,რომლებსაც ევალებათ ანალოგიურ ვითარებაში მოქმედება და გარკვეული გეგმების დასახვა, მაგრამ დანახული რეალობა სხვა რამეზე მიუთითებს”.
კობალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ფიგურა, ხელმძღვანელი გვამებს არ ითხოვს, მისი ფუნქციაა დამნაშავის სასამართლომდე მიყვანა. მისი თქმით ეს კადრები ერთადერთი არ არის და დანაშაულის აღმწერი კიდევ სხვა მასალაც არსებობს.
მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ ვიდეოს გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, რომელიც კარგად ჩანს კადრებში და განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს როგორ და რატომ მივიდა იმ ადგილას.
“თუ ზუსტად მახსოვს, იმ ადგილას აღმოვჩნდი პრეზიდენტთან ერთად ან რაიმე ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ამაზე მეტყველებს ჩემი და პრეზიდენტის იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა”.
რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებას -“ორი გვამი მინდა!”, უგულავას თქმით, “ვინც კარგად იცნობს მერაბიშვილის არც თუ ისე კარგად გრამატიკულად გამართულ საუბარს, კარგად გაარჩევს რა იგულისხმა მან”.
“ეს კადრები გავრცელებულია შსს-სდა პროკურატურის მიერ. მერაბიშვილი ჯერ საუბრობს ორი პიროვნების დაჭერაზე და დაკითხვაზე, შემდეგ კი, როცა საუბარია თეორიულ გვამებზე, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი დავალებას აძლევს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მის ხელქვეითებს ლეგიტიმურიძალის გამოყენების საშუალება აქვთ”, _ ამბობს უგულავა.