“აღნიშნული საკითხი უფლებადამცველებისთვისსპეცოპერაციისჩატარების დროიდან არის ცნობილი. ინფორმაციამ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისგანგაჟონა, რომლებმაც იცოდნენ როგორ იყო ხელოვნურად დაგეგმილი ყველა დეტალი. ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ ამის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია”.
ჩიტაძის განცხადებით, აღნიშნული კარდები კარგად ასახავს კოდუას დანაშაულებრივ ქმედებას და ამბობს, რომ საჭიროა გამოძიება დაიწყოს მის წინააღმდეგ.
“ერეკლე კოდუა აუცილებლად უნდა იყოს დაკითხული, აქამდე მისი ბრალეულობა პრაქტიკულად არც ერთ საქმეში მკაფიოდ არ იყო გამოხატული და ცხოვრებას უდარდელად აგრძელებდა. ამ ვიდეო-მასალაში კი კარგად ჩანს როგორ დარბის „რემბოსავით“ თავწაკრული და უშუალოდ იღებს მონაწილეობას დადგმულ სპეცოპერაციაში”.
ანალოგიური განცხადება, რომ “მუხროვანის ამბოხის” სპეცოპერაცია დადგმული იყო და უფლებადამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს უკვე გააკეთა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა, როცა განაცხადა, რომ “მუხროვანის ამბოხის” დღიდან მოყოლებული არაერთხელ გაუკეთებიათ ღია განცხადებები კრიალაშვილის მკვლელობის რეალურ გარემოებაზე, ასევე გენერალ კობალაძის და 30-მდე სხვა უდანაშაულო სამხედრო პირის დაპატიმრების წინააღმდეგ.